ინტეგრირებული გაკვეთილი

  
მასწავლებლები: ლონდა ნარსავიძე, ირმა ლიპარტელიანი
კლასი: VI
საგნები: 1.მუსიკა;
                 2. ქართული ენა და ლიტერატურა.
თემა: ,,სამშობლო გასახარელი“(ტექსტი-მორის ფოცხიშვილი და მუსიკა-
             გურამ ბზვანელისა)
მიზანი (მუსიკა): მოსწავლეები ეჩვევიან სწორად სიმღერას მარტო და
                              სხვებთან ერთად. გამოუმუშავდებთ სმენა. ისმენენ მუსიკას
                               და მღერიან თვითონ, დამოუკიდებლად
მიზანი(ქართული): მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული
                                   განწყობილებსა და შთაბეჭდილებების გადმოცემის
                                  უნარი.
გაკვეთილის მსვლელობა:1. კითხვა-პასუხი---(5წთ)
                                                2. ჯგუფი მოამზადებს ტექსტს
                                                   პრეზენტაციისთვის./ თავიდან ინტონაციური
                                                    კითხვით, შემდეგ სიმღერით/(10 წთ)  
                                                3. პრეზენტაცია (25 წთ)
                                                4. თვითშეფასება.(5წთ)
რესურსები: მუსიკის სახელმძღვანელო

შედეგი:  მოსწავლეებმა წაიკითხეს დაკვირვებით ტექსტი, შეარჩიეს ის
               ადგილები, რომლებშიც განწყობა-ემოციები მეტად გამოიკვეთა და
               ეს წარმოადგინეს კლასის წინაშე, როგორც მხატვრული კითხვით,
              ისე  სიმღერით.

შეფასება:რუბრიკით( დაკვირვებით)

1. ტექსტი წაიკითხეს გამართულად, შესაბამისი ინტონაცით და ასევე მუსიკალურად გააფორმეს-იმღერეს.
2. ტექსთი, შესაძლებლობის ფარგლებში, წაიკითხეს გამართულად, და გააფორმეს მუსიკალურად.
3. წაიკითხეს, მაგრამ არც ისე გამართულად, ინტონაციაც ვერ იყო სწორად შერჩეული და მუსიკალურადაც იყო დარღვევები.



4.თვითშეფასება:
მოსწავლეთა უმრავლესობა ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში,მათ შეუძლიათ მხატვრული ტექსტის ესთეტიური შეფასება, მაგრამ პრობლემად რჩება რამდენიმე მოსწავლის მიერენობრივი ბარიერის დაძლევა ( კლასი მრავალეროვანია)

                                               

გაკვეთილის ჩატარების რიცხვი:17 მარტი, 2014 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий