განათლება

1998 წელს დავამთავრე ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციით.
2002 წლიდან ჩავერთე გადამზადების პროგრამებში. მახსოვს შემოვიდა და დაინერგა უამრავი სიახლე, რამაც ძალიან დამაინტერესა და სადაც კი წვდომა მქონდა, ყველგან დავდიოდი
2011 წელს პირველსავე ცდაზე წარმატებით გავიარე  გამოცდები და  გავხდი VII-XII  კლასების სერთიფიცირებული მასწავლებელი. (დღემდე ვთვლი, რომ გაამოცდების ჩაბარება არ უნდა გაძნელებოდა არცერთ პარაქტიკოს მასწავლებელს)
2012 წელს ჩავაბარე სასერთიფიკაციო გამოცდა  I-VI კლასების ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
ამჟამად ვარ უფროსი მასწავლებელი, ჩართული ვარ მასწავლებელთა განვითარების სქემაში და ვცდილობ  ფეხი ავუწყო განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს, რადგან ვთვლი, რომ მასწავლებელი ყოველთვის უნდა იყოს  თანამედროვე და არ ჩამორჩეს დროს...

Комментариев нет:

Отправить комментарий