დავიბადე სვანეთში მესტიის რაიონის ულამაზეს სოფელ ფარში 1973 წლის 30 აგვისტოს. მამა– აკაკი ნარსავიძე გახლდათ სკოლის დირექტორი. დღევანდელი გადასახედიდან რომ ვაფასებ, საოცარი სკოლა იყო მისი ძალისხმევით შექმნილი. უაღრესად კულტურული და განათლებული კოლექტივი მუშაობდა. სკოლა საათის მექანიზმივით ფუნქციონირებდა და მიუხედავად კომუნისტური მიდგომებისა, რომლებსაც გააზრებულად და პრინციპულად არ ვეთანხმები, ძალიან კარგი თაობები აღზარდა...სოფელს ჰქონდა უზარმაზარი ბიბლიოთეკა და მახსოვს, როგორ კითხულობდა ირგვლივ ყველა. მამას ჰქონდა საოჯახო ბიბლიოთეკა და ჩემი ფსიქოლოგიური პორტრეტის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ამ ჩალისფერ კარადებში ჩაწყობილმა კლასიკურმა ლიტერატურამ. (ზოგჯერ კარადის წინ ხალიჩაზე ჩამძინებია გადარჩეული წიგნების გროვაში...სურნელიც კი თან დამყვება მუდამ...)
1988 წელს ჩემი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა აფხაზეთში. გულრიფშის რაიონში, განახლებაში. სწავლა გავაგრძელე ეგნატე ნინოშვილის სახელობის საშუალო სკოლაში ( დირექტორი–იური ჯიქია) ძალიან მიყვარდა მათემატიკა, სოხუმში ცნობილ მათემატიკოსთანაც ვემზადებოდი, ეკონომიკურ ფაქულტეტზე მინდოდა ჩაბარება...ამავდროულად ვისმენდი ლექციებს ლიტერატურაზე ( სკოლის მასწავლებელი –მედიკო ბენდელიანი უცნაურად გვასწავლიდა–იშვიათად გამოიკითხავდა რამეს, სამაგიეროდ საოცარი უნარი ჰქონდა, მსმენელი ჩაერთო ლიტერატურის სამყაროში) დაიწყო დროში მოგზაურობა მედიკო მასწავლებელთან ერთად და დღემდე გრძელდება. უსაზღვროდ მადლიერი ვარ მისი.
აფხაზეთის ომის დროს პირველი კურსის სტუდენტი დევნილად აღმოვჩნდი ჩემს მშობლიურ სოფელში. მამის სკოლაში (ასე ვუწოდებ, რადგან მთელი სული და გული ჩადო მის შექმნაში)არ ჰყავდათ ფილოლოგი და შემომთავაზეს მუშაობა... ეს იყო საოცარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ღამეებს ვათენებდი, შეუძლებელი გავაკეთე, დღევანდელი გადასახედიდან. ეს იყო შემოქმედებითად დატვირთული და უაღრესად შედეგიანი მუშაობის პერიოდი. გაგანია ომის დროს ნავთსაყუდელი სკოლაში ვპოვეთ ომისგან გამოქცეულმა მასწავლებელმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა ერთად. თითქოს კედლები ავაშენეთ სამყაროსა და ჩვენ შორის. სოფელიც ჩავრთეთ...ყველა ხვდებოდა, რომ სასწაულებს ვაკეთებდით (როცა წამოსვლა გადავწყვიტე თბილისში, სწავლის გასაგრძელებლად , მთელი სოფელი მთხოვდა დარჩენას, ხელფასს ჩვენ თვითონ გადაგიხდითო...)
სასწავლებლის დამთავრების შემდეგ შევქმენი ოჯახი, მყავს მეუღლე და შვილი– რატი ხერგიანი.
2002 წელს მუშაობა დავიწყე ქ. თბილისის 76–ე საჯარო სკოლაში, სადაც ვმუშაობ დღემდე. ამ სკოლაში უამრავი პრობლემა დამხვდა. ეს იყო დიდი გამოწვევაც და უზარმაზარი გამოცდილებაც.შემაძრწუნებელი იყო შედარება იმ სკოლებთან, რომლებშიც ვისწავლე და ვიმუშავე, მაგრამ ჩემთვის ბავშვებთან მუშაობაა მთავარი და მართლაც აქ უკვე ავტონომია შევქმენი მოსწავლეებთან და ბედნიერი ვარ, რომ უამრავ მათგანს გავულამაზე ცხოვრება. დღეს სკოლაც ბევრად შეიცვალა, უამრავ ასპექტში ვაღწევთ წარმატებას, ადმინისტრაციისა დაკოლეგების თანადგომით გუნდურად ვმუშაობთ და დიდი სურვილი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდეს.

Комментариев нет:
Отправить комментарий