სადამრიგებლო პროგრამა VIII კლასი
დამრიგებელი- ლონდა
ნარსავიძე
თბილისის 76-ე საჯარო
სკოლა / 2015-2016 სასწავლო წელი /
მოკლე ინფორმაცია
კლასის შესახებ
კლასში არის 19 მოსწავლე, 9 გოგონა და 1o ბიჭი , სხვადასხვა ეროვნების-ქართველები, იეზიდები, აზერბაიჯანელები,
სომხები,თურქმენები. ბავშვებს ერთმანეთში თბილი დამოკიდებულება აქვთ და ეს მათი ინტერკულტურული
განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობაა.
ჩემი მუშაობის მიზანი:
დიდი სურვილი მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩავწვდე თითოეულის ბუნებას და შევეცდები
ვიყო მათი მეგობარი,. გავიზიარებ მათს შეხედულებებსა და განცდა-ემოციებს.ვასწავლი ობიექტურობასა
და სწორი ღირებულებებით სიარულს.
მათთან ერთად დავგეგმავ ბევრ სახალისო-შემოქმედებითსა
თუ შემეცნებით აქტივობას. შევეცდები, მათი
სახით ჩემს ქვეყანას განათლებული, გონიერი, მოაზროვნე ახალგაზრდები შეემატონ.
ჩავატარებ კლასის საათს შემდეგ საკითხებზე:
1.უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგბლობა.
2.ტოლერანტობა.
3. მშვიდობა.
4.მეგობრობა.
5. ცხოვრების ჯანსაღი წესი.
6. კონფლიქტის მოგვარება.
7. სტიქიის დროს თავდაცვა.
8. ერთმანეთზე
ზრუნვა.
9. ინტელექტი.
პრაქტიკული საქმიანობა მიჩვენებს სხვა საკითხებზე საუბრის საჭიროებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий