пятница, 9 мая 2014 г.

უცნობი წმინდანები- სასწავლო პროექტი

  უცნობი წმინდანები

 ძველი ქართულის შესწავლისას მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი,  მოეძიებინათ ინფორმაცია იმ  უცნობი წმინდანების შესახებ, რომელთა ცხოვრება განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვისაც და  აუდიტორიისთვის.

მიზანი----  მოსწავლის დაინტერესება, კვლევა-ძიების უნარის განვითარება,მსჯელობისა              და საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციისა და სხვათა აზრის გაზიარების უნარის                ჩამოყალიბება.
             X. 5. 6. 11 . მოსწავლეები  შეძლებენ  ინფორმაციის მოძიების  მიზნით სხვადასხვა               ტიპის ტექსტების გაანალიზებას ( სხვადასხვა წყაროდან  მნიშვნელოვანი აზრის                 ამოკრებას)

მონაწილეთა ასაკი- 16-17 წელი

დრო--ერთი კვირა

მოსალოდნელი შედეგი----მოსწავლეები ინტერესით მოიძიებენ მათთვის საჭირო და    

                                               საინტერესო ინფორმაციას და განუვითარდებათ კვლევისა და                                                  პრეზენტაციისა  უნარები.

პროექტისთვის საჭირო რესუსები--- ბიბლიოთეკა, ინტერნეტი

საგნებთან/საგანთან?საგნობრივ ჯგუფბთან კავშირი---საკითხი უკავშირდება ისტორიას

პროექტის ხელმძღვანელი: ლონდა ნარსავიძე

ელექტრონული ფოსტა: londa.narsavidze@gmail.com

თვითშფასება

  პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოსწავლის ინტერესზე მორგებული სამუშაო ნაყოფიერი გამოდის. მოძიებული ინფორმაცია  წარადგინეს კლასისა და მოწვეული სტუმრების წინაშე. უმეტესობამ კარგად გაართვა თავი საქმეს. რამდენიმე მოსწავლეს უჭირს მეტყველება-არ ჰყოფნის ლექსიკური მარაგი და სტილიც ,შესაბამისად, არ  ჰქონდათ სწორად შერჩეული.